воскресенье, 30 января 2011 г.

თიბისი ბანკი


თიბისი ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი
თიბისი ბანკი ლიდერი კომპანიაა რეგიონში. იგი გამოირჩევა კლიენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით, მუდმივი ნოვატორობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით

ბანკის წარმატებას განაპირობებს კარგად განვითარებული და მრავალფეროვანი მომსახურების არხები, ეფექტური გაყიდვების სისტემები, მომსახურების ხარისხი

ბანკი ცნობილია, როგორც ყველაზე სასურველი დამქირავებელი ქვეყანაში. უქმნის საუკეთესო გარემოს შედეგზე ორიენტირებულ და ინიციატივიან პროფესიონალებს. განსაკუთრებით აფასებს გუნდური მოღვაწეობის პრინციპებს

ბანკი ზრუნავს ეროვნული კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, რითაც დამატებითი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში
თებერვალში გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიამ (DEG) თიბისი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო, რომლის ინვესტირებაც თიბისი ბანკის კაპიტალში განხორციელდა.

2006 წლის 1 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” აქციათა 10% შეიძინა. ამავე დროს, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო “თიბისი ლიზინგს”, რაც EBRD-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში.

აპრილში ამერიკულმა ჟურნალმა “Global Finance” თავის პერიოდულ საბანკო რეიტინგში “მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკები” თიბისი ბანკი კვლავ დაასახელა, როგორც საუკეთესო ბანკი საქართველოში.

1 მაისს თიბისი ბანკმა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გააფორმეს ხელშეკრულება ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის მიზანია თიბისი ბანკის პოზიციების გაძლიერება ფიზიკური პირების სეგმენტზე.
მაისში თიბისი ბანკმა და “სითიბანკმა” ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას არაუზრუნველყოფილი სესხის – 35 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ეს იყო ყველაზე დიდი მოცულობის საკრედიტო ხაზი მანამდე უცხოური კომერციული ბანკების მიერ ქართული ბანკებისთვის მიცემულ სესხებს შორის.
ივლისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკს 15 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოუყო, რომელიც საქართველოში იპოთეკური სესხების გაცემას მოხმარდა.
28 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი ბანკის ზრდის შეფასება ,,სტაბილურიდან” ,,პოზიტიურამდე” გააუმჯობესა.
ნოემბერში ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია FMO-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა ხუთ წლიანი ხელშეკრულება 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე.

დეკემბერში საერთაშორისო ორგანიზაციამ Business Initiative Directions თიბისი ბანკი ხარისხის საერთაშორისო ჯილდოთი Gold Start დააჯილდოვა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკს პირველად მიანიჭა საკრედიტო რეიტინგი შემდეგი კატეგორიით: B3 უცხოური ვალუტის და Bაა3 ადგილობრივი ვალუტის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები, რაც დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით მიღწევად ყველაზე მაღალ შეფასებას.

პროკრედიტ ბანკი


პროკრედიტ ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი
2008 წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა ქვეყნის მასშტაბით 16 ახალი ფილიალი გახსნა და სამი ახალი რეგიონი აითვისა, რის შედეგადაც ფილიალების რაოდენობამ 58-ს მიაღწია. პროკრედიტ ბანკი დღეისათვის ფილიალების ქსელის სიდიდით საქართველოში მესამე ადგილზეა.

წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა 500-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა. ამის შედეგად თანამშრომლების მთლიანმა რაოდენობამ 1815 შეადგინა. ახალი თანამშრომლებისთვის ტარდებოდა გაცნობითი ხასიათის სემინარები და ასევე ტრენინგები მათი საქმიანობის კონკრეტულ სფეროში, არსებული თანამშრომლებისათვის კი გადამზადებისა და პროფესიული განვითარების კურსები.


ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 1 ივნისს პროკრედიტ ბანკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყო ღონისძიება ბავშვებისთვის. გასართობი ხასიათის აქციებში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და პროკრედიტ ჯგუფის ქვეყნების
შესახებ უამრავი საინტერსო რამ შეიტყო. მათ შორის იყვნენ ბავშვები და მშობლები, რომლებსაც ჩვენს ბანკში სპეციალური საბავშვო ანაბარი აქვთ გახსნილი.

აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბანკი აგრძელებდა კლიენტებისათვის მომსახურების გაწევას ყოველგვარი საგრძნობი შეზღუდვების გარეშე, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის, სანდოობა და სიმტკიცე. გორში არსებული ორი ფილიალის გარდა, რომელთა დახურვაც ბანკს ორი კვირით უსაფრთხოების მიზნით მოუხდა, უკლებლივ ყველა ფილიალი აგრძელებდა კლიენტების მომსახურებას.

პროკრედიტ ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას. ამ პროექტის საშუალებით ბავშვებს პოსტსტრესული მდგომარეობის დასაძლევად მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ კურორტებზე რეაბილიტაციის კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ. ამას გარდა, ბანკის ფილიალები ორგანიზაცია Save The Children-ს
დაეხმარნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის სათამაშოებისა და სკოლის სახელმძღვანელოების შეგროვებაში.

პროექტ “ProArt”-ის ფარგლებში ბანკმა გამოუშვა კატალოგი, რომელშიც შესულია 2007-2008 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით პროკრედიტ ბანკის ფილიალებში მოწყობილ გამოფენებში მონაწილე ფერმწერთა ნამუშევრები. კატალოგი დაურიგდათ ჩვენს ფილიალებსა და ბიზნეს-პარტნიორებს საქართველოში და ასევე დაეგზავნა პროკრედიტ ჯგუფის ყველა ბანკს.

2008 წელს პროკრედიტ ჰოლდინგმა 15.2 მლნ ლარით (9.1 მლნ აშშ დოლარით) გაზარდა თავისი აქციების პაკეტი "პროკრედიტ ბანკი საქართველოში". დამატებითმა კაპიტალმა ბანკს ამ წლისათვის ზრდის ამბიციური გეგმების განხორციელების საშუალება მისცა.

ბანკი ”რესპუბლიკა”


ბანკი ”რესპუბლიკა” ოფიციალური ვებ-გვერდი
ხანგრძლივი ისტორიის მქონე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფინანსური სტრუქტურა, ბანკი "რესპუბლიკა” 1991 წელს დაარსდა.

კორპორაციული, საცალო და სხვა საფინანსო მომსახურების მხრივ ბანკი "რესპუბლიკა” სწრაფად მზარდი, წამყვანი კომერციული ბანკია. ბანკში 700-მდე ადამიანია დასაქმებული. იგი თავის კლიენტებს 36 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით ემსახურება.
ბანკი ფლობს სამომხმარებლო ბაზრის 11%-ს დეპოზიტებით, 7%-ს კი სესხებით. აქტივების საერთო მოცულობით ბანკი "რესპუბლიკა” საქართველოს საბანკო სისტემაში რიგით მეხუთე უმსხვილეს ბანკად, ხოლო დეპოზიტების პორტფელის მიხედვით – მეოთხე ადგილზე მყოფ უმსხვილეს ბანკადაა მიჩნეული. ბანკი ამჟამად აკონტროლებს საკრედიტო ბარათების ბაზრის 30%-ს. 2006 წლის განმავლობაში მისი საბანკო აქტივები 65%-ით გაიზარდა, რამაც ბანკი 8,14 მილიონი ლარის წმინდა მოგებამდე მიიყვანა.

2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა” (ევროს მოქმედების ზონაში ერთ-ერთი წამყვანი საბანკო საფინანსო ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბანკ "რესპუბლიკის” საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს.

საფინანსო მომსახურების მხრივ "სოსიეტე ჟენერალი” ევროს ზონის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია. მსოფლიო მასშტაბით ჯგუფის 120 000-ზე მეტი თანამშრომელი სამი ძირითადი მიმართულებითაა დასაქმებული:

* საცალო საბანკო და საფინანსო მომსახურება: "სოსიეტე ჟენერალი” პერსონალურად ემსახურება 22,5 მილიონ მომხმარებელს.
* მსოფლიო ინვესტირების მართვა და მომსახურება: აქტივების დაბანდებით (2006 წლის ბოლოს მონაცემებით 2,262 მილიარდი ევრო) და მართვით (2006 წლის ბოლოს მონაცემებით 422 მილიარდი ევრო) "სოსიეტე ჟენერალი” ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია ევროს ფინანსურ ბაზრებზე.
* კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურება: ევროს ფინანსურ ბაზრებზე, დერივატებისა და სტრუქტურირებული ფინანსების მიხედვით "სოსიეტე ჟენერალს” წამყვანი პოზიცია აქვს მსოფლიოში.

"სოსიეტე ჟენერალი” შედის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნესკომპანიების პირველ ხუთეულში.