
პროკრედიტ ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი
2008 წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა ქვეყნის მასშტაბით 16 ახალი ფილიალი გახსნა და სამი ახალი რეგიონი აითვისა, რის შედეგადაც ფილიალების რაოდენობამ 58-ს მიაღწია. პროკრედიტ ბანკი დღეისათვის ფილიალების ქსელის სიდიდით საქართველოში მესამე ადგილზეა.
წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა 500-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა. ამის შედეგად თანამშრომლების მთლიანმა რაოდენობამ 1815 შეადგინა. ახალი თანამშრომლებისთვის ტარდებოდა გაცნობითი ხასიათის სემინარები და ასევე ტრენინგები მათი საქმიანობის კონკრეტულ სფეროში, არსებული თანამშრომლებისათვის კი გადამზადებისა და პროფესიული განვითარების კურსები.
ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 1 ივნისს პროკრედიტ ბანკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყო ღონისძიება ბავშვებისთვის. გასართობი ხასიათის აქციებში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და პროკრედიტ ჯგუფის ქვეყნების
შესახებ უამრავი საინტერსო რამ შეიტყო. მათ შორის იყვნენ ბავშვები და მშობლები, რომლებსაც ჩვენს ბანკში სპეციალური საბავშვო ანაბარი აქვთ გახსნილი.
აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბანკი აგრძელებდა კლიენტებისათვის მომსახურების გაწევას ყოველგვარი საგრძნობი შეზღუდვების გარეშე, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის, სანდოობა და სიმტკიცე. გორში არსებული ორი ფილიალის გარდა, რომელთა დახურვაც ბანკს ორი კვირით უსაფრთხოების მიზნით მოუხდა, უკლებლივ ყველა ფილიალი აგრძელებდა კლიენტების მომსახურებას.
პროკრედიტ ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას. ამ პროექტის საშუალებით ბავშვებს პოსტსტრესული მდგომარეობის დასაძლევად მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ კურორტებზე რეაბილიტაციის კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ. ამას გარდა, ბანკის ფილიალები ორგანიზაცია Save The Children-ს
დაეხმარნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის სათამაშოებისა და სკოლის სახელმძღვანელოების შეგროვებაში.
პროექტ “ProArt”-ის ფარგლებში ბანკმა გამოუშვა კატალოგი, რომელშიც შესულია 2007-2008 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით პროკრედიტ ბანკის ფილიალებში მოწყობილ გამოფენებში მონაწილე ფერმწერთა ნამუშევრები. კატალოგი დაურიგდათ ჩვენს ფილიალებსა და ბიზნეს-პარტნიორებს საქართველოში და ასევე დაეგზავნა პროკრედიტ ჯგუფის ყველა ბანკს.
2008 წელს პროკრედიტ ჰოლდინგმა 15.2 მლნ ლარით (9.1 მლნ აშშ დოლარით) გაზარდა თავისი აქციების პაკეტი "პროკრედიტ ბანკი საქართველოში". დამატებითმა კაპიტალმა ბანკს ამ წლისათვის ზრდის ამბიციური გეგმების განხორციელების საშუალება მისცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий